ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელი: ჩემთვის პრინციპული საკითხია, რომ ნინო ანანიაშვილი რუსი ბალერინაა, მაგრამ მან კოლექტივისადმი უპატივცემულობა გამოიჩინა

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი, ვლადიმირ კეხმანი ქართველ პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ რუსულ მედიასთან საუბრობს.

თეატრის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილის ქმედებას კოლექტივისადმი უპატივცემულობად აფასებს.

„თებერვალში ჩვენ ჩავფრინდით თბილისში სპეციალურად, რომ გაგვეცნო ერთმანეთი. ყველა რისკის გაცნობიერებით, ვსთხოვე და შევუთანხმდი მას იმაზე, რომ ჩემთვის პრინციპული მომენტია, რომ ის რუსი ბალერინაა. ის ძალიან დიდ ხანს ფიქრობდა. ფაქტობრივად, ჩვენ შევთანხმდით მასთან და ხელი მოვაწერეთ დოკუმენტებს და ის ჩაფრინდა ნოვოსიბირსკში დეკემბრის ბოლოს, დაათვალიერა თეატრი, იყო შთაბეჭდილებების ქვეშ. შემდეგ ჩამოფრინდა ჩემთან, პეტერბურგში და ჩვენ საბოლოოდ თითოეულ ნაბიჯზე შევთანხმდით.

მისი მხრიდან არ ყოფილა არანაირი უზუსტობა, ამიტომ, მე არ გამიფორმებია მასთან დოკუმენტები, რომელთა ხელმოწერაც მიღებულია ყველასთან – ხელოვანებთან ჩვენ გვაქვს შეთანხმებები, რომლებშიც გაწერილია, რომ სამხატვრო ხელმძღვანელთან ან გენერალურ დირექტორთან შეუთანხმებლად, ნებისმიერი პიარაქტივობა უნდა შეთანხმდეს.

როდესაც მოხდა ის, რაც მოხდა, ანუ მისი ინტერვიუ, რომელიც მან შობის წინ მისცა (ასეთი საჩუქარი ნინასგან შობაზე)… ეს პირველ რიგში, უპატივცემულობაა კოლექტივისადმი. მეორე მომენტი: ამ ინტერვიუში მისი მოტივაციები – რატომ მოდის ის ნოვოსიბირსკში, სულ სხვაა და არა ის, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით. ჩვენ სხვა რამეზე ვსაუბრობდით“, – განაცხადა კეხმანმა „მოსკოვსკის კომსომოლეცისთვის“ მიცემულ ინტევრიუში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები