ირმა ჭკადუა – შაქარაშვილის საქმეზე: იაკობ ბრეგვაძემ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, სახელებით არ იცის, უბრალოდ, ისაუბრა იმაზე, თუ ვინ რა მოქმედებას ასრულებდა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მქონე ე.წ. ოქროს მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა.

როგორც მისმა უფლებადამცველმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა, ფოტოგრაფმა კონკრეტული ადამიანები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, სახელებით არ იცის, უბრალოდ, მან აღწერა ის, თუ რომელი მათგანი რა ქმედებას ასრულებდა.

“მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გარკვეულწილად აღიდგინა ის კადრები, რაც, რეალურად, იმ საღამოს იქ მიმდინარეობდა – კონკრეტული ადამიანები, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, რა თქმა უნდა, სახელებით არ იცის. უბრალოდ, ის აღწერს მოქმედებებს, რომელი მათგანი რა მოქმედებას ასრულებდა. ძირითადად, კითხვები შეეხებოდა ავტომანქანა „მერსედესის“ მოსვლისას რა თანმიმდევრობით გადმოვიდნენ მგზავრები, ხელში ვის რა ეკავა, როგორ აღიქვა, რომ რაღაც ნივთი რკინა იყო. ბრეგვაძემ განმარტა, ეს მძიმე რაღაც – რკინა ეჭირა ადამიანსო. რატომ გაიქეციო, ჰკითხეს და უპასუხა, რომ მას შეეშინდა და ამიტომ გაიქცა“, – აცხადებს ჭკადუა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები