არჩილ თალაკვაძე: დროშა ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული თვითმყოფადობის მთავარი სიმბოლოა და მის ქვეშ ყველა ერთად ვშრომობთ ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის

არჩილ თალაკვაძე მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.

პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„დროშა ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული თვითმყოფადობის მთავარი სიმბოლოა და მის ქვეშ ყველა ერთად ვშრომობთ ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. ის აერთიანებს ყველას, ვისთვისაც საქართველო, მისი წარსული, აწმყო და მომავალი მნიშვნელოვანი და ძვირფასია.
ქართული დროშის ქვეშ იბრძოდნენ თაობები ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს ბრძოლა ახლაც გრძელდება. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ვახორციელებთ ფუნდამენტურ რეფორმებს და წინ მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მწამს, რომ, ამ შრომის შედეგად, ჩვენ გავხდებით დასავლური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ქართული დროშა ამაყად იფრიალებს ევროპულ სახელმწიფოთა დროშებს შორის.
გილოცავთ ყველას, ვინც სიამაყით ატარებთ და ასახელებთ ქართულ დროშას – განსაკუთრებით, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, სპორტსმენებს, ყველას, ვინც ზუსტად იცით, რომ სამშობლოზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერია”, – წერს არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები