ჩოხატაურის მერიასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგელებისა და მოსახლეობის შეხვედრა მიმდინარეობს, სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

„ჩვეულებრივი შეხვედრა იმართება, ორივე მხარე ხვდება ერთმანეთს, პოლიცია დგას, რომ მართლწესრიგი დაიცვას“ ,- აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმი და ქრისტიანული თემისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. შეხვედრას მერი და გუბერნატორი ესწრება.

ცნობისთვის, მუსლიმი თემის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ მუსლიმურ სამლოცველოში ლოცვის საშუალება ჰქონდეთ. მათი ინფორმაციით, აღნიშნულს ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა ეწინააღმდეგება.

შეგახსენებთ, 12 იანვარს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ინციდენტი მოხდა. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა თანასოფლელებს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები