10 უმძიმესი ფოტო ისტორიიდან

ისტორია სავსეა შემზარავი ამბებით. ადამიანები ხედავდნენ საშინელ ტრაგედიებს, რომლებიც სხვა ადამიანებს ატყდებოდათ თავს ან თავად იყვნენ მათი მონაწილენი. დღეს ჩვენ შეგვიძლია ფოტოზე აღვბეჭდოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, თუმცა შორეულ წარსულში, ცხადია, ეს შესაძლებლობა არ არსებობდა. წარმოგიდგენთ რამდენიმე ფოტოს გასული საუკუნიდან, რომლებიც ისტორიის სისხლიან ფურცლებზე სამუდამოდ შემორჩა. ზოგი მათგანი ძალიან მძიმეა, ზოგიც – ნაკლებად, თუმცა ეს ისაა, რაც კაცობრიობამ ბოლო 1 საუკუნის მანძილზე გამოიარა.

1.ესპანური გრიპის აფეთქება

ესპანურმა გრიპმა 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ფოტოზე კარგადაა ნაჩვენები, თუ როგორ ეშინიათ ადამიანებს მისი, თუმცა ცდილობენ, გრიპთან ერთად ცხოვრება გააგრძელონ. ფოტო გადაღებულია 1918 წელს.

2.ჯარისკაცის ტირილი

ეს ბიჭი ჰანს გეორგ ჰენკე გახლავთ, თექვსმეტი წლის ნაცისტი ჯარისკაცი. იგი მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დანებებამდე 1 დღით ადრე ტყვედ ჩავარდა. მის სახეზე გამოხატულია სასოწარკვეთა და შიში. 

3.მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურები ხანძრის შემდეგ

ცვილის ფიგურების ნაწილი მადამ ტიუსოს მუზეუმში 1930 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა. ერთი შეხედვით, ისინი მართლაც ადამიანებს გვანან და რთულია, ამ ფოტოს ემოციურად არ შეხედო.

4.დამნაშავეების დასჯის მეთოდი მონღოლეთში

ეს ფოტო National Geographic-ში 1913 წელს გამოქვეყნდა. მონღოლეთში ასე სჯიდნენ დამნაშავეებს. მათ ხის გალიებში ათავსებდნენ. საკვებსაც არ აძლევდნენ. გამვლელებს კი მათ დასცინოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

5.ჰოლოდომორი

ჰოლოდომორი (უკრ. Голодомор, შიმშილით სიკვდილი) — მასობრივი შიმშილობა, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და დაახლოებით, 2,2 მილიონი ადამიანი შეიწირა (ზოგიერთი მონაცემებით, 10 მილიონამდე). არსებობს მოსაზრება, რომ ჰოლოდომორი ხელოვნურად იყო გამოწვეული უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად და ამგვარად, გენოციდად შეიძლება ჩაითვალოს.

2003 წელს გაეროში მიღებულმა ერთობლივმა დეკლარაციამ მასობრივი შიმშილობა ტოტალიტარული რეჟიმის პოლიტიკისა და არაჰუმანური ქმედებების შედეგად აღიარა, რასაც საბჭოთა კავშირში მილიონობით უკრაინელის, რუსის, ყაზახისა და სხვა ეროვნების ხალხის დაღუპვა მოჰყვა. 2008 წლის მარტისთვის უკრაინის პარლამენტმა და დაახლოებით, 19 სხვა ქვეყნის მთავრობამ საბჭოთა მთავრობის ქმედებები გენოციდად მიიჩნია. 2008 წლის 23 ოქტომბერს ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელმაც ჰოლოდომორი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად სცნო.

6.მორგი

ეს ფოტო, რომელმაც 2011 წლის საუკეთესო ფოტოს ტიტული დაიმსახურა, ნამდვილად შემაშფოთებელია. ფოტოზე გამოსახულია მამაკაცი, რომელიც გარდაცვლილ ბავშვს ისვრის. ფოტო გადაღებულია ჰაიტიზე მომხდარი 7.0-ბალიანი მიწისძვრის დროს, 2010 წელს. დაიღუპა ათობით ათასი ადამიანი და დაშავდა ასობით ათასი ადამიანი. მილიონზე მეტი უსახლკაროდ დარჩა.

7.შიმშილი და ფოტოჟურნალისტიკა

ეს ფოტო 1933 წელს სუდანში გადაიღო ფოტორეპორტიორმა, ჯეიმს ნახთვეიმ. ფოტო კარგად წარმოაჩენს მასობრივი შიმშილის შემზარავ რეალობას აფრიკაში.

8.შემაშფოთებელი

1937 წლის ჩინეთ-იაპონიის ომისას მთლიანად განადგურებული ჩინეთის ერთ-ერთი რკინიგზის სადგური. გადარჩა მხოლოდ ერთი ბავშვი, რომელმაც სერიოზული დაზიანებები მიიღო. იგი მაშველმა გამოიყვანა სადგურიდან და დასვა ბაქანზე, შემდეგ კი, სხვების გადარჩენაც სცადა.

9.სიკვდილით დასჯა

ლინჩის წესით გასამართლება ჩინეთში ადამიანის სხეულის ნაწილ-ნაწილ დაჩეხვას ნიშნავდა. ამ მეთოდით, ძირითადად, სამშობლოს მოღალატეებსა და მკვლელებს სჯიდნენ. ეს კონკრეტული ფოტო გადაღებულია 1910 წელს.

10.საკონცენტრაციო ბანაკის საფლავები

ნაცისტების მიერ ებრაელთა გენოციდი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გენოციდია. ფოტოზე გამოსახულია ასობით ადამიანის ნეშტი, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები