YouTube-მა ტრამპს, ერთი კვირით, ვიდეომასალების განთავსება აუკრძალა
YouTube-მა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საკუთარ “იუთუბარხზე”, სულ მცირე ერთი კვირით, ვიდეომასალების განთავსება აუკრძალა.
სერვისის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება განმარტეს იმით, რომ ტრამპის ბოლოდროინდელი ვიდეო “ძალადობას აქეზებდა”, ამიტომ, პლატფორმიდან იქნა წაშლილი.
“იუთუბ”-ი რჩებოდა ერთადერთ მსხვილ ინტერნეტ პლატფორმად, რომელმაც ტრამპს გვერდი არ დაუბლოკა.
მანამდე, აშშ-ის პირველი პირის გვერდები სამუდამოდ დაბლოკეს Twitter-მა, Facebook-მა და კიდევ რამდენიმე სოციალურმა ქსელმა.