შალვა პაპუაშვილი: რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დადასტურდება, რომ არჩევნები გაყალბდა

„ქართული ოცნების“ წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე „ქართულმა ოცნებამ“ მზაობა გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი დადასტურდება, რომ არჩევნების შედეგებზე არ არის ასახული მოქალაქეების ნება ან არჩევნები გაყალბდა.

„ირაკლი კობახიძემ გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ მზაობა, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც სრულად შეისწავლის 31 ოქტომბრის არჩევნებსა და იმ პრეტენზიებს, რომელიც რიგი პოლიტიკური ორგანიზაციიდან ისმის, რითაც ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ სრულად დარწმუნებული ვართ,  ცესკო-ს მიერ ჩატარებული არჩევნები და გამოქვეყნებული შედეგები საქართველოს მოსახლეობის ნებას ასახავს. იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე ყველა ხვდებით, რომ შესაძლებელია ერთადერთ შემთხვევაში – თუკი პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შედეგებზე არ არის ასახული მოქალაქეების ნება ან არჩევნები გაყალბდა. დღემდე ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერცერთი ფაქტებზე დაფუძნებული არგუმენტი, რომელიც ამას რამენაირად ადასტურებს. კიდევ ერთხელ შესაძლებლობა აქვს ჩვენს ოპონენტებს, შემოვიდნენ პარლამენტში და ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ. თუკი რაიმე იქნება, ამას თვითონაც და მთელი საზოგადოებაც ნახავს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები