სომხეთში საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მოქალაქეთა რაოდენობაზე შეზღუდვა მოიხსნა

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი 11 ივლისამდე გაახანგრძლივეს. ახალ რეგულაციაში ცვლილებები შევიდა.
მოქმედი კარანტინის მოქმედების ვადა დღეს იწურება.

როგორც აქამდე იყო აუცილებელი, კორონავირსზე დადებითი პასუხის მქონე პირები თვითიზოლაციაში უნდა გადასულიყვნენ.

ამასთანავე, გაუქმდა საზოგადოებრივ ღონისძიებებში ადამიანების ყოფნის ლიმიტი, რომელიც ადრე 60 პირს შეადგენდა. ამრიგად, საეკლესიო ლიტურგიები, კონცერტები, გამოფენები, ასევე სამგლოვიარო და სადღესასწაულო ღონისძიებები რაოდენობაში შეზღუდვების გარეშე ჩატარდება.

გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სომხეთში შესვლა შეეძლებათ როგორც საჰაერო, ისე – სახმელეთო გზით. ამასთან, მათ უნდა გააჩნდეთ კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი, რომელიც იქნება ჩატარებული ბოლო 72 საათის განმავლობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები