ლევან გოგიჩაიშვილი – ივანიშვილზე: მე არ მჯერა, რომ ის სადმე წავიდა

“ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრეობა არის მძიმე. მან დატოვა ვერტიკალში მყოფი დამორჩილებული სასამართლო, კორუმპირებული პროკურატურა, კორუმპირებული ქვეყანა, უპერსპექტივობა, სიღარიბე”, – ასე აფასებს პარტია ”ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას.

გოგიჩაიშვილს არ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებს ჩამოშორდება.

“ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრეობა არის მძიმე. მან დატოვა ვერტიკალში მყოფი დამორჩილებული სასამართლო, კორუმპირებული პროკურატურა, კორუმპირებული ქვეყანა. ელიტური კორუფცია კი აღარ არის, მასობრივი კორუფცია დატოვა, დატოვა უპერსპექტივობა, სიღარიბე, შესაბამისად, ასე უბრალოდ წახვიდე, ეს ასე არ გამოვა, პასუხისმგებლობა არის ამაზე საჭირო. მისი ვნებები არის ხელისუფლება და ძალაუფლება, ამიტომ მე არ მჯერა, რომ ის სადმე წავიდა”, – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები