ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მას არასოდეს მართავდა ძალაუფლება და ადასტურებს, რომ ის თავად მართავდა ამ ძალაუფლებას

ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მას არასოდეს მართავდა ძალაუფლება და ადასტურებს იმას, რომ ის თავად მართავდა ამ ძალაუფლებას, – ასე შეაფასა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

მისი თქმით, სახელმწიფოებრივი ქცევის უმაღლესი სტანდარტი ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა.

,,ალბათ, უნდა გაიმიჯნოს ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობა და მისი პოლიტიკური მოღვაწეობა. ადამიანი, რომელმაც გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი, კიდევ ერთხელ დაგვიტოვა, გვაჩვენა და გვასწავლა უმაღლესი სტანდარტი სახელმწიფოებრივი ქცევის, რა თქმა უნდა, საჭიროებს მადლიერების გამოხატვას პირველ რიგში და რაც მთავარია, მის მოღვაწეობას სჭირდება მრავალი წელი, რომ ჩვენმა ხალხმა კარგად შევაფასოთ და დავაფასოთ მისი ეს საქმიანობა. რა თქმა უნდა, ყველასთვის ცნობილია, რომ ძალაუფლება ყველაზე დიდი გამოწვევა და ცდუნებაა, რომელიც ადამიანს შეიძლება გამოეცადოს. ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მას არასოდეს არ მართავდა ძალაუფლება და ადასტურებს იმას, რომ ის თავად მართავდა ამ ძალაუფლებას და განაცხადა უარი. რაც მთავარია, იმ უპრეცედენტო გამარჯვების ფონზე, თუ გადავხედავთ ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიას, მაგალითი და პრეცედენტი არ მოიძებნება, რომ ადამიანს გაემარჯვებინოს მესამე ვადით, ხელისუფლებაში დარჩა და ამის შემდეგ საკუთარი სურვილით და ნებით განაცხადა უარი. ამ ფენომენს სჭირდება კარგად დაფიქრებას, შეფასება და შემდეგ დაფასება,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა დღეს ღია წერილი გაავრცელა და პოლიტიკიდან წავიდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები