დიდ ბრიტანეთში ეპიდვითარება კვლავ უმძიმესია; ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 54 940 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 563 ადამიანი

უცხოური მედია წერს, რომ დიდ ბრიტანეთში და განსაკუთრებით ლონდონში ეპიდვითარება კვლავ უმძიმესია. სასწრაფოს მანქანებს უწევთ საათობით ლოდინი, რათა საავადმყოფომ მიიღოს პაციენტი. 10 იანვრის მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში, კორონავირუსით ინფიცირების 54 940 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 563 ადამიანი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა მთლიანი რაოდენობა 81 431 ადამიანს შეადგენს, რაც ევროპის ქვეყნებს შორის, ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;
ნაციონალური ჯანდაცვის სერვისის (NHS) ხელმძღვანელის თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დრო და აუცილებელია ადამიანები დაემორჩილონ რეგულაციებს და დარჩნენ სახლებში. „თუ ეპიდვითარება ასეთ დონეზე შენარჩუნდება, სავაადმყოფოები ძალიან მალე დადგებიან სერიოზული სირთულეების წინაშე“ – განაცხადა მან. ბრიტანელი მეცნიერები მთავრობას ინგლისში ზომების შემდგომი გამკაცრებისაკენ მოუწოდებენ
ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, კოვიდ რეგულაციების ნებისმიერი შემსუბუქება შესაძლოა დასრულდეს ფატალური შედეგით და მოუწოდა პოლიციელებს, გაამკაცრონ რეგულაციების დაცვის მონიტორინგი.
ჯანდაცვის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რეაგირება კოვიდზე უნდა იყოს მეტად პროაქტიული და აცხადებენ, რომ ამჟამად არ არსებობს აშკარა სტრატეგია – „ჩემი აზრით, მთავარი საკითხი დგას შემდეგნაირად – ქვეყანას არ გააჩნია გრძელვადიანი სტრატეგია კოვიდთან გასამკლავებლად. – აცხადებს ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი და შოტლანდიის მთავრობის მრჩეველი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები