ირაკლი კობახიძე: დღეს, 5 საათზე პარტიის ოფისში გაიმართება ბრიფინგი, სადაც პარტიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ყველაფერს გაიგებთ
უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ სამომავლო გეგმებს დღეს, 17:00 საათზე გაასაჯაროებს. ამის შესახებ კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კითხვაზე, ვინ ჩაანაცვლებს პარტიაში ბიძინა ივანიშვილს, კობახიძემ აღნიშნა, რომ საზოგადოება 5 საათზე ყველაფერს გაიგებს.
„დღეს, 5 საათზე პარტიის ოფისში გაიმართება ბრიფინგი, სადაც გაიგებთ ყველაფერს პარტიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. მანამდე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. 5 საათზე გაიგებთ ყველაფერს“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან წერილი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.