აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ტრამპს “პუტინის მსახური” უწოდა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ქვეყნის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინის “მსახური უწოდა” და ივარაუდა, რომ რუსეთს შესაძლოა, ტრამპზე რაღაც კომპრომატი აქვს.
ამის შესახებ მან CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
“არ ვიცი, რა აქვთ რუსებს ტრამპის წინააღმდეგ – პირადი, პოლიტიკური ან ფინანსური. სხვა ახსნა არ არის იმის, თუ რატომ არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პუტინის ამ დონის მსახური”, – აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მან ასევე უწოდა ტრამპს “შეშლილი” და თქვა, რომ აუცილებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
“სამწუხაროდ, ადამიანი, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას უძღვება – შეშლილი, გაუწონასწორებელი, ქვეყნის სახიფათო პრეზიდენტია. კიდევ რამდენიმე დღე დაგვჭირდება, რომ საბოლოოდ დავიცვათ მისგან თავი. მაგრამ მან ისეთი რამ ჩაიდინა, რაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნას საჭიროებს”, – განმარტა ნენსი პელოსიმ.