ახალციხეში დაკარგული 17 წლის მოზარდი იპოვეს

ახალციხეში დაკარგული 17 წლის მოზარდი იპოვეს. ამის შესახებ ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს.

ახალციხეში 17 წლის მოზარდი სამი დღის წინ დაიკარგა. ის მინდობით აღზრდაში იმყოფება.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მსგავსი შემთხვევა პირველი არაა, რადგან მოზარდმა სახლიდან გაპარვა ადრეც სცადა.

როგორც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ცენტრში აცხადებენ, ფაქტის შესახებ დროულად განხორციელდა მყისიერი რეაგირება.

17 წლის მოზარდის გაუჩინარების საქმეში ჩართული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები