მიუხედავად კორონავირუსის აფეთქებისა ტაილანდში ტურისტებს ელიან

უცხოელი ტურისტები, რომელიც შვებულების გატარებას ტაილანდში აპირებდნენ, ამას კვლავაც შეძლებენ თუ კი მათ შესაბამისი საბუთები ექნებათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „Khaosod English“ ტაილანდის ტურიზმის მართვის ხელმძღვანელზე, იუტასაკა სუპასორნაზე,  დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ტურისტული სავიზო პროგრამა (STV), ჯერ კიდევ მოქმედებს და არ ექვემდებარება სხვა რაიმე სახის შეზღუდვას, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც.

„ჩვენ ღია ვართ ყველასთვის, ტურისტების მიმართ იგივე მოთხოვნებია, სტუმრები ვალდებულები არიან ჩაიტარონ ტესტირება და გაიარონ 14 დღიანი კარანტინი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები