აჭარაში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 126 პაციენტი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 126 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 32 726-ა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა დატოვა 21-მა პაციენტმა.
კლინიკაში მკურნალობას გადის 360 პაციენტი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 266 პირი.
საქართველოში სულ კორონავირუსის 1 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 617 პაციენტი.