შვედეთის პარლამენტმა პანდემიის თაობაზე კანონი დაამტკიცა, რომელიც მთავრობას 10 იანვრიდან ზოგიერთი ბიზნესის საქმიანობის შეზღუდვის, ასევე, მომხმარებლების რაოდენობისა და სამუშაო საათების შემცირების შესაძლებლობას აძლევს

შვედეთის პარლამენტმა პანდემიის თაობაზე კანონი დაამტკიცა, რომელიც მთავრობას 10 იანვრიდან ზოგიერთი ბიზნესის საქმიანობის შეზღუდვის, ასევე, მომხმარებლების რაოდენობისა და სამუშაო საათების შემცირების შესაძლებლობას აძლევს, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე თქმით, ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, დიდი ხნის მანძილზე, შვედეთი არ ეთანხმებოდა მკაცრი რეგულაციების პოლიტიკას, თუმცა ეს შეცდომა აღმოჩნდა და სკანდინავიის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ შვედეთშია.

„შვედეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კოვიდ რეგულაციების გამკაცრებას. ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, დიდი ხნის მანძილზე, შვედეთი არ ეთანხმებოდა მკაცრი რეგულაციების პოლიტიკას, თუმცა ეს შეცდომა აღმოჩნდა და სკანდინავიის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ შვედეთშია. შეზღუდვები ძალაში შევა 10 იანვარს, გაგრძელდება 2020 წლის სექტემბრის ბოლომდე და მთავრობას მისცემს უფლებას შემოიღოს შესაბამისი რეგულაციები კონკრეტულ ადგილებსა და აქტივობებზე. განკარგულების მიხედვით, შეზღუდვები გავრცელდება ისეთ ადგილებზე, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი იყრის თავს, სავაჭრო მოლებში, ტრანსპორტში, შიდა მოგზაურობის ობიექტებზე და სხვა ისეთ ადგილებზე, სადაც ხშირადაა ხალმხრავლობა. ასევე, პარლამენტმა მოუწოდა მთავრობას, დეტალურად წარადგინოს გეგმა, თუ როგორ აპირებენ დაეხმარონ იმ ბიზნესებს, რომელთაც შეეხებათ კოვიდრეგულაციები“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები