აშშ-ის CDC-ის მკვლევარების პროგნოზით, კორონავირუსის გამავრცელებლები ძირითადად უსიმპტომო ინფიცირებულები არიან, ხოლო ერთ დღეში გარდაცვლილია 4 085 ადამიანი

აშშ-ის CDC-ის მკვლევარების მიერ შემუშავებული პროგნოზით, კორონავირუსის გამავრცელებლები ძირითადად უსიმპტომო ინფიცირებულები არიან, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ინფორმაციით, კვლევის თანახმად, ვირუსის გადაცემის 35% მოდის პრე-სიმპტომურ პაციენტებზე, ხოლო 24 % მათზე, ვინც ვირუსი სრულიად უსიმპტომოდ გადაიტანა.

„საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელების 59% მოდის ასიმპტომური ინფიცირებულებისგან. იმავე კვლევის მიხედვით, პირბადის ტარება, ხელების ხშირი დამუშავება, მიზნობრივი ტესტირება და სოციალური დისტაციის დაცვა არის ვირუსის შეკავების მთავარი საშუალებები.

FDA-ის ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა კალიფორნიაში ჩატარებული იყოს 100-ზე მეტი ყალბი კოვიდ ტესტი. დამნაშავე არის კონკრეტული კომპანია, რომელიც არის დამწყები და დაარსდა 2020 წელს. აღნიშნული კომპანიის ტესტებს ადამიანები თავად იტარებენ, რაც შესაძლოა გამხდარიყო არასწორი პასუხის მიღების მიზეზი. ასევე, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ყალბი უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში, ადამიანები, რომლებიც შესაძლოა რეალურად იყვნენ კოვიდ ინფიცირებულები,

თვითიზოლაციაში არ გადავიდოდნენ და ამ გზით ვირუსი კიდევ უფრო გავრცელდებოდა“,-წერს უცხოური მედია.

ასევე ყურადღება გამახვილებულია კოვიდ სტატისტიკაზე.

„რას შეეხება კოვიდ სტატისტიკას ქვეყანაში, 7 იანვარს, კოვიდ გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 4 085 შემთხვევა. ამ მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში, ყოველ 21 წამში ერთი ადამიანი იღუპება ვირუსით. საგანგაშოა ასევე ინფიციების მაჩვენებელი, 1 599 479 ადამიანი შვიდ დღეში. ინფორმაციისთვის, 7 იანვარს, ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდ ინფიცირების 275 ათასი შემთხვევა და გარდაცვალების მაჩვენებელი პირველად გადასცდა 4 000-ს.
აშშ-ში ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპებით მიმდინარეობს მოხუცებულთა თავშესაფრებში. CDC-ის მონაცემებით, განაწილებული დოზების მხოლოდ 16%-ია ადმინისტრირებული. თუმცა, ოფიციალური მონაცემებით, მომდევნო დღეებში პროცესი უფრო სწრაფად უნდა წარიმართოს“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები