რუსეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა – მათ შორის წლინახევრის ბავშვია (ვიდეო)

რუსეთში, ქალაქ ნარილსკის სამთო-სათხილამურო კურორტზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი წლინახევრის ბავშვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ТАСС ავრცელებს.

პირველად თოვლიდან 38 წლის ქალის ცხედარი ამოიყვანეს, შემდეგ მაშველებმა წლინახევრის ბავშვის ცხედარი იპოვეს, ბოლოს დაღუპული მამაკაცის ცხედარიც იქნა ნაპოვნი. ყველა მათგანი ერთი ოჯახის წევრია.

გარდა ამისა, 14 წლის მოზარდი მძიმე ტრამვებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ოფიციალური მონაცემებით, ზვავის ჩამოწოლის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა. მისი მდგომარეობა შეფასებულია როგორც საშუალო სიმძიმის, მან ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.

“ყველა დაკარგული ნაპოვნია, სამძებრო სამუშაოები შეწყვეტილია”,- აცხადებენ რუსეთის საგანგემო სიტუაციების მართვის სამსახურში.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები