ჩაუტარდება თუ არა ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი – ამ წუთებში საპატრიარქოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები იმყოფებიან

საპატრიარქოში, ამ წუთებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები იმყოფებიან, მათ შორის არის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი.

ამის შესახებ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.

სავარაუდოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე აქტიურად მიმდინარეობს მზადება იმისთვის, რომ პატრიარქს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდეს.

პატრიარქისთვის კოვიდ19-ზე ტესტის, სავარაუდო ჩატარების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ვირუსი მის მდივან- რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს დაუდასტურდა, რომელსაც პატრიარქთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები