საუკუნის დიდთოვლობა მადრიდში – რას მოელიან სინოპტიკოსები (ვიდეო)

მადრიდში დიდთოვლობაა, რომელიც ქარიშხალმა „ფილომენამ“ გამოიწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ესპანეთის დედაქალაქში, დიდთოვლობის გამო, სტიქიური უბედურების რისკის დონე გაიზარდა. ეს ბოლოს 2007 წელს მოხდა, როდესაც გრადაციის შესაბამისი სისტემა იქნა შემოღებული.

თავის მხრივ, ესპანეთის მეტეოროლოგიური სამსახურმა გამოაცხადა, რომ ეს დიდთოვლობა ყველაზე მასშტაბური იქნება, რაც 21-ე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე დაფიქსირებულა. ბოლო 24 საათში ნალექმა 20 სანტიმეტრს მიაღწია, ხოლო ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაშიც ნულ გრადუს ცელსიუსით არ ასცილებია.

ესპანეთამდე ქარიშხალი „ფილომენა“ კანარის კუნძულებს დაატყდა თავს, სადაც ძლიერი ქარი და წვიმა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები