ბათუმის პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი არ გამოვლენილა – ტესტებზე პასუხი უარყოფითია

სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრების PCR ტესტირებას აგრძელებს და ამჯერად N3 პენიტენციური (ბათუმის) დაწესებულების მსჯავრდებულებს ჩაუტარდათ კვლევა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დაწესებულებაში მყოფი 52 მსჯავრდებულიდან 31-მა გაიარა ტესტირება და ყველა პასუხი იყო უარყოფითი.

21-მა მსჯავრდებულმა PCR ტესტირებაზე უარი განაცხადა, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმები.

“ცხადია, პატიმრებს ტესტირება ნებაყოფლობით უტარდებათ და თუ რომელიმე მათგანს ამის სურვილი არ აქვს, ძალდატანებით ტესტს ვერავინ ჩაუტარებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებულ/მსჯავრდებულების ინტენსიური PCR ტესტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო.

ამ ეტაპზე, კვლევა ჩატარებულია N11 (არასრულწლოვანთა) და N5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულებებში.

არასრულწლოვანთა დაწესებულების ყველა ტესტი უარყოფითი იყო, ხოლო ქალთა დაწესებულებაში ჩატარებული 329 ტესტიდან  23 დადასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები