„მაცხოვრის შობა და მავედრებელი ღვთისმშობელი“
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, არქივში დაცული ხატის ფოტოს აქვეყნებს.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, ხატი დავით აბაშიძემ და მისმა თანამეცხედრემ ნესტან-დარეჯანმა შესწირეს კაცხის მონასტერს, საიდანაც 1906-11 წლებში გადააბრძანეს ჯრუჭში; ამჟამად დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის საგანძურში.
ფოტო, რომელსაც ეროვნული არქივი ინახავს, 1919 წელს, ჯრუჭის მონასტერში ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციისას, ფოტოგრაფმა თეოდორე კიუნემ გადაიღო.
ფოტოზე: მაცხოვრის შობა და მავედრებელი ღვთისმშობელი, XVIII საუკუნის I ნახევარი. ჭედურობა, ვერცხლი, ძვირფასი თვლები.