თეა წულუკიანი: პრეზიდენტ მაკრონის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის ჯილდოს გადაცემა საქართველოს დიდი აღიარება და გამარჯვებაა

საფრანგეთის პრეზიდენტისგან ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემულ საპატიო ლეგიონის ორდენს განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი გამოეხმაურა.

მისი თქმით, პრეზიდენტ მაკრონის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის ჯილდოს გადაცემა საქართველოს დიდი აღიარება და გამარჯვებაა.

„ძალიან სასიხარულოა, რომ პრეზიდენტ მაკრონის მიერ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში და 40-წლიანი, როგორც თავად ფრანგები უწოდებენ, უზადო და ღირსეული სამოქალაქო საქმიანობისთვის საპატიო ლეგიონის ორდენი გადაეცა თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეცენატსა და ჩვენი ქვეყნის ყოფილ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ პრეზიდენტ მაკრონის დეკრეტში, რომ ამ ჯილდოს გადაცემა მოხდა საფრანგეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრის და საფრანგეთის პრემიერმინისტრის წარდგინებითა და ინიციატივით. ეს ჯილდო, როგორც ვიცით, ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ იქნა შექმნილი და მას შემდეგ გადაეცემა კაცობრიობის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისთვის როგორც სამოქალაქო, ასევე, სამხედრო პირებს. ეს საქართველოსთვის დიდი აღიარება და გამარჯვებაა. პირველ ყოვლისა, საქართველოს მინდა, მივულოცო ეს ჯილდო და ასევე ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს, რომელმაც როგორც საქართველოს, ისევე მსოფლიოს განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და ეს წვლილი დღეს საფრანგეთის სახელმწიფომ ღირსეულად დააფასა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 2020 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები