ანრი ოხანაშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები წარმოდგენილი იქნებიან პარლამენტში

„მოლოდინი გვაქვს, რომ მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები წარმოდგენილი იქნებიან პარლამენტში“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით მმართველი გუნდი მზაობას გამოთქვამს.

„ჩვენ გვაქვს მზაობა მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდისთვის. ჩვენ მზად ვართ, რომ კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გავმართოთ დისკუსია საკითხებზე. ჩვენ გაჟღერებული გვაქვს, სად არის წითელი ხაზები, სადაც არ ვიხილავთ საკითხებზე მსჯელობას. ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ პირველი ოპოზიციური ჯგუფი წარმოდგენილია უკვე პარლამენტში და მოლოდინი გვაქვს, რომ ახლო პერიოდში იქნებიან ადამიანები, რომლებიც, პირველ ყოვლისა, საკუთარ ამომრჩეველს სცემენ პატივს, განახორციელებენ მათ ნებასა და საპარლამენტო საქმიანობას. თუ ადამიანი აზროვნებს პოლიტიკურად, ჯანსაღად და საკუთარი ამომრჩევლის ნების ინტერესების შესაბამისად, მაშინ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შესაძლებელია, ვიხილოთ ჯგუფები, რომლებიც ამ ნებას არ გაითვალისწინებენ და ამით მათი ამომრჩევლის ინტერესების საზიანოდ იმოქმედებენ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები