საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი კახიანი ამბობს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მაგიდასთან დევს წინადადებები, რომელთა გარშემოც მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა, მათ შორის რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება.
კახიანი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე კონკრეტული შეთანხმება მიღწეული იქნება.
“ფაქტია ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ძალიან კარგად იციან, ჩვენთვის რა არის მიუღებელი, რა არის წითელი ხაზი და რასაც არ გადავალთ. ეს არის ის, რომ რიგგარეშე არჩევნების თემა არ განიხილება. ამის იქეთ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, არის სხვა საკითხი, მაგიდასთან დევს წინადადებები, რომელთა გარშემოც მიმდინარეობს მსჯელობა. ამიტომ, ამ რაუნდზე მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ რაღაც კონკრეტულ შეთანხმებას მივაღწევთ, რაც შედეგად მოგვცემს იმას, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი მაინც მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და საპარლამენტო საქმიანობაში მიიღებს მონაწილეობას”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.