ირაკლი კობახიძე: მოლაპარაკებების განმავლობაში წინადადებები, პრაქტიკულად, მოდიოდა მხოლოდ ჩვენგან, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კი – მხოლოდ ულტიმატუმები

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის ამოცანაა, ჯანსაღ და რადიკალურ ოპოზიციას შორის მკაფიო ზღვარი გაივლოს.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ულტიმატუმები ისმოდა.

„მოლაპარაკებების განმავლობაში წინადადებები, პრაქტიკულად, მოდიოდა მხოლოდ ჩვენგან. იქედან, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ულტიმატუმები მოდიოდა. წინადადებები მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ დავაყენეთ და, რა თქმა უნდა, მზად ვართ, მსჯელობა გავაგრძელოთ. მათ შორის, საუბარია ფუნდამენტურ საარჩევნო რეფორმაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და, ბუნებრივია, უნდა იყოს განხილვის საგანი. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, მკაფიო ზღვარი გაივლოს რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებსა და ჯანსაღ ოპოზიციურ შორის. ეს, საბოლოოდ, გაცხადდება, როდესაც კონკრეტული პარტიების მხრიდან პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს გავიგებთ”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები