საქართველოში გამოვლენილი, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან  961 თბილისში, 125 აჭარაში, 420 კი იმერეთში დაფიქსირდა

“საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის  2316 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან  961 თბილისში, 125 აჭარაში, 420 კი იმერეთში დაფიქსირდა”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის სხვა შემთხვევები დანარჩენ რეგიონებზე ნაწილდება.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  14 511   კვლევა ტესტით, მათ შორის 9 300 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 211 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 316 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  232 079-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 382  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  222 787-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 646 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2316 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 961 შემთხვევა, აჭარა – 125, იმერეთი – 420, ქვემო ქართლი – 142, შიდა ქართლი – 154, გურია – 40, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 201, კახეთი – 185, მცხეთა-მთიანეთი – 57, სამცხე-ჯავახეთი – 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15″, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები