“პატრიოტთა ალიანსის” წევრების დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქანაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე პარლამენტი ხვალ იმსჯელებს

“პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქანაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე პარლამენტი ხვალ რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სხდომას “პატრიოტთა ალიანსის” სამივე წევრი დაესწრება.

ცნობისთვის, დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ მიმართეს. პარლამენტმა დღეს “პატრიოტთა ალიანსის” სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. “პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო სია არ ჩაუხსნია. “პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაში ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები არიან- გელა მიქაძე, დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია. “პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შევიდა და მანდატზე უარის თქმას არ აპირებს ავთანდილ ენუქიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები