პარლამენტის გადაწყვეტილებით, „პატრიოტთა ალიანსის“ სამ წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.
კენჭისყრის შედეგად, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა, ირმა ინაშვილისთვის პარლამენტის წევრის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საკითხს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, გიორგი ლომიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას დაეთანხმა 79 დეპუტატი, გოჩა თევდორაძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა 78-მა დეპუტატმა.
პროცედურის შესაბამისად, ცესკო-მ უნდა წარუდგნოს პარლამენტს ამ დეპუტატების ადგილმონაცვლე წევრების თაობაზე ინფორმაცია.
ამასთან, ცესკო-ს განკარგულებით, ირკვევა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის სამ წევრს: ფრიდონ ინჯიას, გელა მიქაძესა და დავით ზილფიმიანს სიიდან ჩახსნის თაობაზე ცესკო-სთვის არ მიუმართავთ. დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებაზე ღია წერილი გუშინ გაავრცელა
რაც შეეხება პარტიის მიერ მოპოვებულ მეოთხე მანდატს, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს სადეპუტატო უფლებამოსილებაზე უარის თქმას და პარლამენტში შესვლას გეგმავს.