18-29 იანვარს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი (RS CAR) გადასახადის გადამხდელებს 14 ლოკაციაზე მოემსახურება (ცხრილი)
18-29 იანვარს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – გადასახადის გადამხდელებს 14 ლოკაციაზე იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული, – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.
„კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.”- წერია განცხადებაში.
N | ადგილი | თარიღი | მისამართი | დრო |
1 | ხონი | 18.01.2021 | გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია | 10:00-17:00 |
2 | თეთრიწყარო | 18.01.2021 | თამარ მეფის ქ. N 34, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია | 10:00-17:00 |
3 | ტყიბული | 20.01.2021 | კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია | 10:00-17:00 |
4 | გურჯაანი | 20.01.2021 | ნონეშვილის გამზ. N13, გამგეობის შენობასთან | 10:00-17:00 |
5 | ყვარელი | 21.01.2021 | კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან | 10:00-17:00 |
6 | მესტია | 22.02.2021 | სეტის ქ.# 1 | 10:00-17:00 |
7 | ახმეტა | 22.01.2021 | ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. N49, გამგეობის შენობასთან | 10:00-17:00 |
8 | ონი | 25.01.2021 | აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ | 10:00-17:00 |
9 | დმანისი | 25.01.2021 | წმინდა ნინოს ქ. N 41, გამგეობის შენობის წინ | 10:00-17:00 |
10 | აბაშა | 26.01.2021 | ჯორჯიკიას ქ. N 3, “ლიბერთი ბანკი”-ს წინ | 10:00-17:00 |
11 | კასპი | 26.01.2021 | სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან | 10:00-17:00 |
12 | მარტვილი | 27.01.2021 | თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ | 10:00-17:00 |
13 | ასპინძა | 28.01.2021 | მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, “თიბისი ბანკი”-ს მიმდებარე ტერიტორია | 10:00-17:00 |
14 | ყაზბეგი | 29.01.2021 | გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია | 10:00-17:00 |