სადაზღვევო ინდუსტრიამ 513,4 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, 2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო ინდუსტრიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა. ამავე პერიოდში მზღვეველების სადაზღვევო მოგება 129,7 მილიონი ლარით განისაზღვრა, წმინდა მოგება კი – 44,3 მილიონი ლარით.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 976,9 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 282,7 მილიონ ლარს შეადგენს.
2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, 17 მათგანი ფლობს სიცოცხლისა და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი – მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.