ვადაგადაცილებული სესხები შემცირდა
ნოემბერში ვადაგადაცილებული სესხები 4.0 მლნ ლარით შემცირდა და 570.2 მლნ ლარს გაუტოლდა. სებ-ის განმარტებით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.5 პროცენტი იყო.
ვადაგადაცილებული სესხების 32.3 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.4 პროცენტული პუნქტით, 56.1 პროცენტამდე გაიზარდა.