ბანკებმა ეკონომიკის დაკრედიტება გაზარდეს

2020 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 1,015.9 მლნ ლარით გაიზარდა და 36.8 მლრდ ლარს გაუტოლდა.

ეროვნული ბანკის (სებ) ნოემბრის თვის მიმოხილვის თანახმად, საკრედიტო პორტფელზე ზრდის მიმართულებით გავლენა მოახდინა როგორც ეროვნული, ასევე – უცხოური ვალუტით დაკრედიტების მატებამ და უცხოური ვალუტის სესხების ლარით გამოსახული მაჩვენებლის ზრდამ.

სებ-ის მიხედვით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიური ზრდის ტემპმა 19.2 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური მატება 13.2 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის 89.2 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 56.1 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 41.6 პროცენტს შეადგენდა.

“საანგარიშო პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 306.1 მლნ ლარით (1.9 პროცენტით) გაიზარდა და 16.08 მლრდ ლარს გაუტოლდა, რომელიც, ძირითადად, გრძელვადიანი დაკრედიტების მატებით იყო განპირობებული. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ნოემბერში 46.3 მლნ აშშ დოლარით (0.7 პროცენტით) გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 6.44 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 61.0 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენს, ხოლო 89.3 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს”, – ვკითხულობთ ნოემბრის თვის მიმოხილვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები