აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 20 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემის მიხედვით, აშშ-ში კორონავირუსი 20 128 693 პირს აქვს დადასტურებული.

ყველაზე მეტი ინფიცირებულია კალიფორნიის შტა​ტში 2,30 მილიონი; ტეხასში 1,77 მილიონი; ფლორიდაში 1,32 მილიონი; ნიუ-იორკში 979 ათასი; და ილინოისისი შტატში 963 ათასი ინფიცირებული.

გარდა ამისა, სამ შტატში – კალიფორნიაში, კოლორადოსა და ფლორიდაში ვირუსის ე.წ.ბრიტანული შტამია გამოვლენილი

რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას, პანდემიის დაწყებიდან ვირუსს 347 788 ადამიანი შეეწირა.

აშშ-ში დეკემბერში მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. 30 დეკემბრის მდგომარეობით Pfizer/ BioNTech-ის  ვაქცინა 2,8 მილიონ ადამიანს შეუყვანეს, თუმცა სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს იმაზე დაბალი ციფრია ვიდრე ადრე იყო გაცხადებული. ქვეყნის ფედერალური მთავრობა აცხადებდა, რომ დეკემბრის ბოლოსთვის 20 მილიონი ამერიკელი იქნებოდა აცრილი.

როგორც არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, თუ მოსახლეობის ვაქცინაცია ასეთი ტემპით გაგრძელდა, პროცესს რამდენიმე წელი დასჭირდება.

აშშ-ში 330 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები