საქართველოში კორონავირუსს კიდევ 44 ადამიანი ემსხვერპლა
საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
აღინიშნება, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 572 პირი შეეწირა.
ასევე, ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში ინფიცირების 228 752 შემთხვევაა გამოვლენილი.
გარდა ამისა, კოვიდ19 კიდევ 2 981 პირმა დაამარცხა, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 217 973 შეადგენს.