საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 981 პირი გამოჯანმრთელდა
საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში პანდემიის დაწყებიდან ვირუსი 228 752 ადამიანს დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
აღინიშნება, რომ ბოლო ერთ დღეში ქვეყნის მასშტაბით 3 288 ტესტი გაკეთდა, მათ შორის 1 449 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 839 PCR ტესტით.
ინფიცირების 342 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 183 შემთხვევა, აჭარაში – 20, იმერეთში – 42, ქვემო ქართლში – 17, შიდა ქართლში – 7, გურიაში – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 30, კახეთში – 28, მცხეთა-მთიანეთში – 6, სამცხე-ჯავახეთში – 5.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან 2 981 პირი გამოჯანმრთელდა, სულ დაავადება 217 973 ადამიანმა დაამარცხა.
ქვეყანაში ინფიცირების 8 181 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც, 4 320 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 085, აჭარაში – 369, იმერეთში – 800.
მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში – 398, აჭარაში – 91, იმერეთში – 228. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი, მათგან თბილისში – 180, აჭარაში – 24, იმერეთში – 42. 857 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 241 – თბილისში, 457 – აჭარაში, 53 – იმერეთში. 3 004 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 140, აჭარაში – 56, ხოლო იმერეთში – 68.
სულ 6 ოქტომბრიდან – 1-ლი იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 142 პირი.
თვითიზოლაციაში 30 876 ადამიანი იმყოფება, მათ შორის თბილისში – 18 652 პირი, აჭარაში – 2 338, იმერეთში – 3 173.