მედია: გაეროში მომუშავე დიპლომატი გარდაცვლილი იპოვეს

ნიუ-იორკში საკუთარ ბინაში გარდაცვლილი 38 წლის დიპლომატი იპოვეს, რომელიც გაეროში მუშაობდა.

ამის შესახებ New York Post პოლიციაში წყაროზე დაყრდნობით წერს.

აღინიშნება, რომ საუბარი, შესაძლოა თვითმკვლელობაზე იყოს, რადგან სამართალდამცველებს დანაშაულის ნიშნების კვალი არ უპოვიათ.

ასევე, მედიისთვის ხდება ცნობილი, რომ ქალი მარტო ცხოვრობდა.

ამ დროისთვის არ ზუსტდება სახელმწიფო, რომლის მუდმივ წარმომადგენლობაშიც მუშაობდა ქალი.

გაეროს პრესსამსახურში დიპლომატის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები