პლანეტის ყველაზე ხანდაზმულ ადამიანს 118 წელი შეუსრულდა

იაპონელ კანე ტანაკას 118 წელი შეუსრულდა. ქალბატონი პლანეტის ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად მიიჩნევა.

კანე ტანაკა 1903 წლის 2 იანვარს დაიბადა, 2018 წლიდან კი, ის დედამიწის ყველაზე ხანდაზმული ადამიანის ტიტულს ატარებს.

2020 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, რომ ტანაკა მაისში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღებს მონაწილეობას.

ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტოს პერიოდში უნდა ჩატარდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები