თურქეთში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი გამოვლინდა

თურქეთში კორონავირუსის ე.წ.ბრიტანული შტამი 15 ადამიანს გამოუვლინდა, – აცხადებენ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა, “ანკარა ბრიტანეთიდან მგზავრებს დროებით არ მიიღებს”.

ამასთან, გუშინ თურქეთში ინფიცირებულთა რიცხვი, ოქტომბრის ბოლოდან მოყოლებით, ყველაზე დაბალი იყო. ვირუსი სულ 1908 პირს დაუდასტურდა. ასევე, წინა დღეებთან შედარებით შემცირებული იყო გარდაცვლილთა მაჩვენებელი – მხოლოდ 212 ლეტალური შემთხვევა.

რაც შეეხება ბრიტანეთს, ქვეყნის მთავრობამ ვირუსის ახალი მუტაციის სწრაფი გავრცელების გამო, ინგლისის კიდევ რამდენიმე რეგიონში შეზღუდვების მაქსიმალურ დონე გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები