ბელგიის მეფე მოსახლეობას მიმართავს – “ვიცავთ დისტანციას, რათა ერთმანეთი დავიცვათ, დაიჯერეთ ისევ მომავლის”

ბელგიის მეფე ფილიპმა მოსახლეობას მიმართა და მიმდინარე 2020 წელი შეაჯამა. მან პანდემიასა და კრიზისზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ბებიებსა და ბაბუებთან ერთად ისხდებიან შვილიშვილები, აუცილებლად მოვა დრო, როდესაც დავუბრუნდებით ეკლესიას, სინაგოგებს, მეჩეთებს, წავალთ კონცერტზე, წვეულებაზე.

„ამ წელს ყველაფერი სხვანაირია. ჩვენ ვზეიმობთ შობასა და ახალ წელს მარტო. ვიცავთ დისტანციას, რათა ერთმანეთი დავიცვათ. საბედნიეროდ, ძალიან კარგად ვიცით, რომ სიყვარული და მეგობრობა დროებით განშორებაზე ძლიერია.
ამ კრიზისმა დაგვანახა, ყველა ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული. ეს დამოკიდებულება დაფუძნებულია ნდობასა და პატივისცემაზე. ეს არის ძალა, რაზეც შეგვიძლია, უფრო მეტი და მეტი ავაშენოთ.
მე ვიცი, რომ ეს წელი ძალიან რთული იყო ახალგაზრდებისთვის, მაგრამ თქვენ მალე გაშლით ისევ ფრთებს, მიაღწევთ მიზნებს, აისრულებთ ოცნებებს და ერთად ავაშენებთ უკეთეს მომავალს. აუცილებლად მოვა ის დღე, როდესაც ჩვენ ისევ გვექნება შესაძლებლობა შეხვედრის და შიშის გარეშე დროის ერთად გატარების”, – განაცხადა ბელგიის მეფე ფილიპმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები