გერმანიაში 24 საათში კორონავირუსით 1 129 ადამიანი გარდაიცვალა და 22 459 დაინფიცირდა

30 დეკემბერს, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრ იენს შპანის განცხადებით, ინფიცირების არსებული მაჩვენებელი ამ ეტაპზე ნორმალური ცხოვრების სტილზე დაბრუნების შესაძლებლობას არ იძლევა. გერმანიაში, პანდემიის დაწყებიდან პირველად, ერთ დღე-ღამეში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობამ გადააჭარბა ათასს – დაფიქსირდა 1 129 გარდაცვალების და 22 459 ინფიცირებების შემთხვევა.

გერმანიაში შეფერხებებია ვაქცინაციის პროცესში, რადგან არ ხდება დოზების დროული მიწოდება. მედიის ცნობით, გაუქმებულია 30 ათასი დოზის მიღება Pfeizer-სგან, რომელიც დაგეგმილი იყო 2021 წლის 4 იანვრისთვის. ბერლინის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინაციის პროგრამის გაგრძელება 2021 წლის 11 იანვრიდან იგეგმება.

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ პანდემიის გამო კანცლერის თანამდებობაზე მისი ყოფნის უკანასკნელი წელი ყველაზე მძიმე წელი გახდა ბოლო 15 წლის მანძილზე. მისი თქმით, ბოლო 15 წლის მანძილზე არასდროს ჩაგვითვლია ძველი წელი ასეთ მძიმე წლად და არასდროს დავლოდებივართ ახალ წელს ასეთი იმედით,
მან კორონავირუსის გარშემო არსებული შეთქმულების თეორიები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ როგორც კი მისი ჯერი დადგება, ვაქცინას გაიკეთებს.
„შეთქმულების თეორიები არა მხოლოდ ყალბი და საშიში, არამედ ცინიკური და სასტიკია. ვაქცინაციასაც ვიკეთებ, როდესაც ჩემი ჯერი დადგება,“ – განაცხადა მერკელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები