აშშ-ში უკვე მეორე დღეა, კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური რეკორდი ფიქსირდება, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 3 477 პაციენტი გარდაიცვალა

უცხოური მედია წერს, რომ კოლორადოს შტატში 20 წლის ახალგაზრდა ინფიცირებულია კოვიდის ახალი შტამით, რომელიც გავრცელებულია დიდ ბრიტანეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინფიცირებულს არ აქვს მოგზაურობის ისტორია და ამჟამად იმყოფება ექიმების დაკვირვების ქვეშ. შტატის გუბერნატორის განცხადებით, ახალი შტამის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის უცნობი, თუმცა, ბრიტანელი კოლეგები აფრთხილებენ ყველას, რომ კოვიდის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება.

აშშ-ში, კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში, ინფიცირების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, კვლავ გრძელდება მკაცრი მოწოდება „დარჩით სახლში“. ასევე, სან ჰოაკინის რეგიონში ინტენსიური თერაპიის განყოფილების შესაძლებლობები ნულის ტოლია. ოფიციალური ცნობების მიხედვით, ჯერ არცერთ საავადმყოფოს არ გაუკეთებია შესაბამისი განცხადება ე.წ. კრიზისული ზრუნვის შესახებ, რაც ნიშნავას იმას, რომ მედპერსონალი ფოკუსირებულია იმ პაციენტებზე, ვისაც მეტი შანსი აქვთ გადარჩენის, თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კალიფორნიის რამდენიმე საავადმყოფო, შესაძლოა ითქვამს, რომ უკვე ამ რეჟიმში მუშაობს.

აშშ-ში უკვე მეორე დღეა კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური რეკორდი ფიქსირდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში, 3 477 პაციენტი გარდაიცვალა.
ჯო ბაიდენის განცხადებით, მიიღო ინფორმაცია სპეციალისტებისგან, რომლებიც ვარაუდობენ, რომ მომდევნო თვეები შესაძლოა, იყოს ყველაზე რთული და სიტუაცია დიდი ალბათობოთ, გაუარესდება. ამის თქმის საშუალებას კი იძლევა ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზების მზარდი მაჩვენებელი იმ პირობებში, როდესაც საავადმყოფოების რესურსები ნელ-ნელა იწურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები