ოქსფორდის მეცნიერების შექმნილმა AstraZeneca-ს ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა

“AstraZeneca-ს ვაქცინამ, რომელიც დიდ ბრიტანეთში 30 დეკემბერს დამტკიცდა, 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა”, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მათივე ცნობით, ვაქცინის შემქნაზე ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები მუშაობდნენ.

„ბრიტანეთმა შეუკვეთა AstraZeneca-ს ვაქცინის 100 მლნ დოზა, რაც განსაზღვრულია 50 მლნ ადამიანის ასაცრელად. ქვეყნის პრემიერის შეფასებით, ეს არის ფანტასტიკური ახალი ამბავი და ტრიუმფი ბრიტანული მეცნიერებისგან.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის განცხადებით, AstraZeneca-ს ვაქცინა, რომელიც დამტკიცა 30 დეკემბერს, 2021 წლის იანვრიდან იქნება ბრიტანეთში ხელმისაწვდომი, რაც ბუნებრივად დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს. მისივე განცხადებით, 2021 წლის გაზაფხულამდე ქვეყანა შეძლებს, აცრას ადამიანების ის კრიტიკული რაოდენობა, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ.
აღსანიშნავია, რომ, BionTech-ის ვაქცინისგან განსხვავებით, AstraZeneca-ს ვაქცინის წარმოებას აქვს უფრო მოქნილი პროცესი და შესაძლებელია უკეთესი(მარტივი) შენახვის პირობების გამოყენება, BionTech-ის ვაქცინა ინახება -70 გრადუსზე, ხოლო AstraZeneca-ს ვაქცინის შენახვა შესაძლებელია ჩვეულებრივ მაცივრებში, რაც ამარტივებს მის ტრანსპორტირებასაც.
AstraZeneca-ს ხელმძღვანელობის ინფორმაციით, იგეგმება თანამშრომლობა პარტნიორ კომპანიებთან, რათა მოხდეს ვაქცინის რაც შეიძლება მეტი დოზის წარმოება და მათი მოლოდინით, კომპანია შეძლებს 2021 წლისთვის უზრუნველყოს 3 მილიარდი დოზა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერი, პოლიცია და მეცნიერები მოუწოდებენ მოქალაქეებს, დარჩნენ სახლებში, არ შეხვდნენ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, რადგან „კოვიდს უყვარს ხალხმრავლობა“. არაერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ კოვიდის ახალი შტამი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება. შესაბამისად, აუცილებელია, მკაცრად შეიზღუდოს საკონტაქტო წრე, ადამიანებმა დაიცვან რეგულაციები და ამ გზით ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს პანდემიასთან ბრძოლაში“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები