ბიბილოვი: რუსეთის შემადგენლობაში შესვლა აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიაა

ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, რუსეთის ფედერაციაში შესვლა ე.წ. რესპუბლიკის უსაფრთხოების აბსოლუტურ გარანტიას ნიშნავს.

“სტრატეგიული გაერთიანება  ჩვენი ხსნაა, სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა კი რესპუბლიკის მოსახლობის უსაფრთხოების გარანტიაა”, – თქვა ბიბილოვმა ე.წ. შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ამ დრომდე სამხრეთის მეზობლებისა და მათი დასავლელი მფარველების მხრიდან საფრთხე მოდის.

“საფრთხე შენარჩუნდება იქამდე, სანამ საქართველო ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს არ მოაწერს ხელს და სამხრეთ ოსეთს საერთაშორისო სამართლის სუბიექტად არ აღიარებს”, – აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები