ისრაელში ვაქცინაციის შემდეგ მეორე ადამიანი გარდაიცვალა

იერუსალიმში, სამედიცინო ცენტრ “ჰადასში” 88 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელმაც მანამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო.

ამის შესახებ 9tv.co.il გამოცემა Srugim-ზე დაყრდნობით წერს.

აღინიშნება, რომ აცრის გაკეთების შემდეგ მამაკაცი სახლში დაბრუნდა და რამდენიმე ხანში გონება დაკარგა. მედიკოსებმა ის “ჰადასში” გადაიყვანეს.

Srugim-ს სამედიცინო ცენტრის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ მამაკაცს დიდი ხნის განმავლობაში რიგი მძიმე დაავადება აწუხებდა, თუმცა, “გაუგებარია, ასეთი ასაკის მამაკაცი აცრის შემდეგ რატომ გაუშვეს სახლში იმის მაგივრად, რომ კლინიკაში ცოტა ხნით მაინც მეთვალყურეობისთვის დაეტოვებინათ”.

ორი დღის წინ ბეით-შეანში 75 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელსაც კარდიოლოგიური და ონკოლოგიური დაავადებები აწუხებდა. ვაქცინაციის შემდეგ, ის საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

თუმცა, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ კომენტარში ნათქვამია – “წინასწარი გამოკვლევა აღნიშნულ ტრაგიკულ შემთხვევასა და ვაქცინაციასთან კავშირს ვერ ავლენს. აცრის კამპანია დაგეგმილად გრძელდება”.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 29 დეკემბერს იერუსალიმში მცხოვრებმა, 49 წლის ადამიანმა ვაქცინაციიდან ერთ საათში სამედიცინო დახმარებას მიმართა, რადგან მას ანაფილაქსიკური რეაქცია გამოუვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები