სოფლის განვითარების სააგენტო უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, გამოცხადებულია უქმე დღეები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო მოქალაქეების მომსახურებას განახორციელებს შემდეგი განრიგით: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სააგენტოს პროგრამებით/პროექტებით განსაზღვრული ნებისმიერი დოკუმენტაცია მიიღება ელექტრონული ფორმით, ელ.ფოსტის მისამართზე: document@rda.gov.ge

სოფლის განვითარების სააგენტო, პანდემიის პირობებში შემუშავებული რეგულაციების სრული დაცვით, მუშაობას 2021 წლის 18 იანვრიდან განაახლებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები