ანრი ოხანაშვილი: თუ ვინმეს სურს, ხალხისა და სტრატეგიული პარტნიორების ნების საწინააღმდეგოდ წავიდეს, ეს მტრის სასარგებლოდ მოქმედებას ნიშნავს

“ჩვენი მიზანია, რომ ხალხის ნება, რაც არჩევნებზე გამოიხატა, აღსრულდეს. ეს არის დემოკრატიის პრინციპი და მხოლოდ ჩვენი ნება არ არის. ეს არის სტრატეგიული პრტნიორების მიზანი და სურვილი”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„თუ ვინმეს სურს, ხალხისა და სტრატეგიული პარტნიორების ნების საწინააღმდეგოდ წავიდეს, ეს მტრის სასარგებლოდ მოქმედებას ნიშნავს. გამოჩნდება, ჩვენი ქვეყნის მტრის სასარგებლოდ ვინ იმოქმედებს და ვინ გადადგამს ჯანსაღ, დემოკრატიის სასარგებლო, სტრატეგიული პარტნიორების მოწოდების შესაბამის ნაბიჯებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები