ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

„გულითადად გილოცავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევას და მოხარული ვარ ჩვენი თანამშრომლობით”, – ამის შესახებ ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი, ვოლფგანგ სობოტკა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისადმი მიწერილ მისალოც წერილში აღნიშნავს.

„კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევა საქართველოსაც და ავსტრიასაც უზარმაზარი გამოწვევების წინაშე აყენებს. ჩემი ღრმა რწმენით, კრიზისის დაძლევა მხოლოდ პარლამენტთა ჩართულობით არის შესაძლებელი. კოვიდ-19 არ წარმოდგენს მხოლოდ გამოცდას პარლამენტარიზმისათვის, არამედ ეს ასევე არის შანსი, რომ გავაცნობიეროთ საპარლამენტო დემოკრატიის ღირებულებები. ამ კონტექსტში, იმედს გამოვთქვამ, რომ მალე ვიხილავთ  პარლამენტში ოპოზიციასთან თქვენ თანამშრომლობას”, – აღნიშნავს სობოტკა.

ამასთან, საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ვოლფგანგ სობოტკამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვენაში 2021 წელს დაგეგმილ პარლამენტის თავმჯდომარეთა მეხუთე მსოფლიო კონფერენციაზე მიიწვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები