დიდ ბრიტანეთში „ასტრაზენეკას“ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინად გამოყენების ნებართვა გასცეს
“ბრიტანელი მეცნიერების ტრიუმფი” – ასე შეაფასა ბორის ჯონსონმა დიდ ბრიტანეთში ახალი ვაქცინის – „ასტრაზენეკას“ დამტკიცება, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მათი ცნობით, დიდ ბრიტანეთში „ასტრაზენეკას“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინად გამოყენების ნებართვა გასცეს.
“ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები მუშაობდნენ. ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს. ბიბისი წერს, რომ დიდ ბრიტანეთს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 100 მილიონი დოზა აქვს შეძენილი, რაც 50 მილიონი ადამიანი ვაქცინაციას ითვალისწინებს”, – წერს უცხოური მედია.
აღნიშნულია, რომ ვაქცინის დამტკიცებას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონიც.
„ეს არის ნამდვილად ფანტასტიკური ახალი ამბავი და ტრიუმფი ბრიტანული მეცნიერების. მოხმარებისთვის დამტკიცდა ოქსფორდის ვაქცინა AstraZeneca. ჩვენ ახლა ავცრით რაც შეიძლება მეტ ადამიანს და რაც შეიძლება სწრაფად”, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა.